მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 15:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 13:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო კომპანიების „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ხმა 289 დეპუტატმა მისცა.

თანამდებობაზე დანიშვნამდე კორეცკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა და მომავალი მთავრობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა.

“ეს არის თავდაცვის ძალების სრული აღჭურვა, უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის განვითარება, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა“, – განაცხადა კორეცკიმ.

სერგეი კორეცკიმ აღნიშნულ თანამდებობაზე იულია სვირიდენკო შეცვალა.

წაიკითხეთ ასევე: