მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 18:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 16:11 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს Louise 1-სა და Banda-ს საზღვაო დრონებით დაარტყეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსულ ტანკერებს „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ემბარგოს დარღვევით ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს საზღვაო დრონების განადგურება რუსეთის ავიაციამ სცადა, თუმცა უშედეგოდ.