მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 19:59
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რა ემართება ჭორფლს მზეზე დიდი ხნით ყოფნის შემდეგ – ექიმის, გიორგი ოდიშვილის განმარტება

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 18:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით ჭორფლები უფრო ინტენსიური ხდება, რაც ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ოდიშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, მზის სხივების ზემოქმედებისას აქტიურდება კანის სპეციალიზებული უჯრედები – მელანოციტები, რომლებიც მელანინს გამოიმუშავებენ. დამატებით სინთეზირებული მელანინი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს და კანის უჯრედებსა და მათ გენეტიკურ მასალას დაზიანებისგან იცავს. 

გიორგი ოდიშვილის თქმით, ჭორფლები დაბადებიდან არავის აქვს. მათი განვითარება და ინტენსივობა გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და განსაკუთრებით ხშირია ღია კანის მქონე, ქერა და წითური ადამიანების შემთხვევაში.