მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 19:36
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 17:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ზაზა კვიციანმა სოფელ სადმელში დასრულებული ადმინისტრაციული-ტერიტორიული ორგანოს შენობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილე ასევე იმყოფებოდა სოფელ ზნაკვაში, სადაც სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და გზის დამხმარე ნაგებობების მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.