მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 20:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 18:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა გივიკო გურეშიძეა.

„როგორ არ მინდა დავიჯერო, როგორ არ მინდა გავიაზრო, რომ შენ ხარ. რამდენი რამის დაწერა შემიძლია შენზე და როგორ არ მინდა, შენზე ვწერდე ამას. შენთან რა უნდა სიკვდილს, როგორ არ მემეტები, ჩემო გივიკო. შეხვედრამდე, მშვიდად განისვენე“;

„ჩვენი თბილი გივიკო, როგორ მენანები სიკვდილისთვის, არც მინდა დავიჯერო ეს ყველაფერი, ნათელში განისვენოს შენმა სულმა“;

„გივიკო, შვილო, ჩემს სახლში არ დაბადებულხარ, თორემ ჩემთან გაიზარდე… ჩემს შვილებთან ერთად. რა უნდოდა შენთან სიკვდილს. ხომ დაადუმე მთელი სოფელი, შვილო… ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები, გიგუ, ვინ ვიტირო, გიგუ, ვინ“ – წერენ დაღუპულის ახლობლები.

უბედური შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს მოხდა. იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.