მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 19:00
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გერმანია ლიბანში გაეროს მისიის ჩასანაცვლებლად ევროკავშირის ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

IPN.ge 17 ივლისი, 2026 · 16:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის ევროკავშირის მანდატის მქონე ძალებით ჩანაცვლების შეთავაზებით გამოვიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ევროკავშირში უნდა განვიხილოთ, შეგვიძლია თუ არა ევროპული მანდატის მეშვეობით უზრუნველვყოთ, რომ UNIFIL-ის მისიის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ვაკუუმი არ შეიქმნას“, – განაცხადა ვადეფულმა.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მანდატის მქონე ძალებს შეუძლიათ შექმნან პირობები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ისრაელის არმიის გასვლის შემდეგ „ჰეზბოლა“ თავისი ტერორით უკან არ დაბრუნდეს“.

შეგახსენებთ, სამშაბათსა და ოთხშაბათს ლიბანმა და ისრაელმა რომში, აშშ-ის საელჩოში, ელჩების დონეზე შეხვედრა გამართეს. ეს იყო პირისპირ მოლაპარაკებების მე-6 რაუნდი, მას შემდეგ, რაც 2 მარტს ისრაელსა და შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის ახალი ომი დაიწყო.

ცნობისათვის, UNIFIL-ის მისიის ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება.