მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
სპორტი

რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა

SportMedia 17 ივლისი, 2026 · 09:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უცნაური რეკორდი დაამყარა. Opta-ს მონაცემებით, 41 წლის თავდამსხმელი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალის პლეი-ოფის ეტაპზე მატჩიდან გატანილი გოლის გარეშე ყველაზე მეტი შეხვედრა (10) აქვს ჩატარებული.

 

რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, 2026 წლის ტურნირზე ხორვატიის წინააღმდეგ, 1/16-ფინალში, თუმცა ის პენალტით შეასრულა.

 

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 2026 წლის მუნდიალზე ისტორიული მიღწევებიც ჰქონდა. “ალ-ნასრის” ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ექვს სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი.

წყარო: Sportall.ge