მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 15:55
სწრაფი სიახლე
სპორტი

[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში – ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები

SportMedia 17 ივლისი, 2026 · 09:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები FIFA-ს ისტორიაში პირველად სპეციალურ საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ. 

 

ჩემპიონი ნაკრების წევრებისთვის 30 ექსკლუზიური ბეჭედი დამზადდება, ხოლო გულშემატკივრებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება 1,996 დანომრილი, ლიმიტირებული გამოშვების ბეჭედი.

 

გამარჯვებულთათვის ბეჭდების გადაცემა, აშშ-ს სპორტისთვის არახალი ამბავია. 1963 წლიდან, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია საჩემპიონო ბეჭდებით NBA-ის სეზონის გამარჯვებულს აჯილდოებს.

 

bechedi-1784271333.jpg

 

შეგახსენებთ, მუნდიალის ფინალი კვირას, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

წყარო: Sportall.ge