მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 20:05
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

IPN.ge 17 ივლისი, 2026 · 18:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.

„სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.