საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის გადაწყვეტილება არ მიუღია, თანამდებობის პირის დასწრება არც ფრაქციებს მოუთხოვიათ

2026 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე, არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების და თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა.
კომიტეტი შესწავლის შედეგებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედ საპარლამენტო კომიტეტებს თანამდებობის პირების სავალდებულო წესით დაბარებისა და მოსმენის უფლებამოსილება აქამდე არც ერთხელ არ გამოუყენებია.