მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 02:00
სწრაფი სიახლე
სპორტი

ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა

SportMedia July 10, 2026 5:43 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოასთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მონტევიდეოში ურუგვაისთან 41:34 გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ჩილეში გადაინაცვლა, სადაც 11 ივლისს, ჩვენი დროით 23 საათზე, ვინა დელ მარიში სამოას შეერკინება. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ გაიმართება.

პიერ-ანრი ბრონკანმა ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.

გუნდის კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა, რომელმაც ურუგვაისთან ცენტრში ითამაშა, ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე ცენტრი გიორგი კვესელაძე ფრთაზე დადგება. მათ ნაცვლად ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან. კახოიძე მარქაფიდან დაწინაურდა, შველიძეს კი მონტევიდეოში არ უთამაშია.

 

უცვლელია ღერძი, სადაც თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ.

 

ნინიაშვილისთვის, რომელსაც 24 წელი 14 ივლისს უსრულდება, ეს 50-ე სანაკრებო მატჩი იქნება. აქამდე მის ანგარიშზე 114 ქულაა. 106-ე კეპს მოიხვეჭს 29 წლის ვასილ ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მე-4 ადგილზეა.

 

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზშიც. თამაშს იწყებს ინგლისის ვიცე-ჩემპიონი, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელიც ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო. ასევე მარქაფიდან დაწინაურდა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. კვლავ დამწყებთა შორის არიან ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და მესამეხაზელები – ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია.

 

სამი ახალი სახეა მარქაფაში. ურუგვაისთან არ უთამაშიათ და ახლა შეცვლაზე არიან კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და მგეზავი თედო აბჟანდაძე. კვლავ თადარიგში არიან ბურჯი ნიკა აბულაძე, მეორე ხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზელი ილია სპანდერაშვილი და ჰავბეკი მიხეილ ალანია. მონტენეგროში დამწყებთა შორის იყო და ახლა მარქაფაშია ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია.

 

ბრონკანმა მარქაფაში ამჯერადაც 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა.

 

ერთი კვირის წინ ერთა თასის პირველი შეხვედრა გამართა სამოამაც და მანაც ბონუს ქულით გაიმარჯვა. წყნარი ოკეანის კუნძლელები ჩილეში ჰონკონგს შეხვდნენ, 10 ლელო გაუტანეს და 66:19 დაამარცხეს.

 

მსოფლიო რაგბის ერთა თასი. II რაუნდი

ჩილე. ვინა დელ მარი. „ესტადიო საუსალიტო“. 23:00 (საქ. დრო)

საქართველო – სამოა

საქართველო

 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

წყარო: Sportall.ge