გაჭირვების ტალკვესია – ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა ბელგიას 2:1 მოუგო.
პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და გოლით დაგვირგვინდა, როდესაც ოლმოს დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ფაბიან რუისმა დაასწრო. ესპანელებმა შეტევები გააგრძელეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს – უნაი სიმონის კარი თავურით დე კეტელარემ დალაშქრა, რომელმაც აშშ-სთან მერვედფინალში დუბლი შეასრულა.
შესვენების შემდეგ „ფურია როხამ“ იერიშები უშედეგოდ გააგრძელა, მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ფაბიან რუისის და ბაენას ნაცვლად მოედანზე პერდი და ტორესი შეუშვა. კურტუამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა ბელგიელები, ტრავმა მიიღო და ლამენსმა შეცვალა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მერინომ გამარჯვება ესპანეთს მოუპოვა. შეგახსენებთ, მან მერვედფინალში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.
ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ინგლვუდი. „სოუ ფაი“
ესპანეთი – ბელგია 2:1
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (30), 1:1 დე კეტელარე (41), 2:1 მერინო (88)
– ბელგიელთა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ტილემანსმა, რომელიც ვანაკენმა შეცვალა.
– კურტუამ მუნდიალებზე 21-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის მხოლოდ ნოიერს ჩამორჩება – 23.
– დე კეტელარემ მსოფლიო ჩემპიონატებზე უნაი სიმონის 679-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
წყარო: Sportall.ge