ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა

ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ესპანეთის ნაკრებში დაუმარცხებლად ზედიზედ 50 მატჩი ჩაატარა.
სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ფაბიან რუისმა ამ მაჩვენებლით 1955-1966 წლებში დაფიქსირებული ლეგენდარული ბრაზილიელი გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა.
რეკორდსმენი კი ფაბიან რუისის თანამემამულე კარლოს მარჩენაა, რომელმაც 2003-2010 წლების პერიოდში 57 შეხვედრაში ითამაშა და მის გუნდს მარცხი არ განუცდია.
ფაბიან რუისმა მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
წყარო: Sportall.ge