დაღუპა არგენტინა – შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა, ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინელი ენცო ფერნანდესის გაძევებაზე გააკეთა კომენტარი.
„როგორი სულელური იყო! ფერნანდესი გააძევეს წესების დარვევისთვის, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ასეთ შეჯახებაზე წასვლა, როდესაც უკვე ყვითელი ბარათი გაქვს მიღებული… თან შენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში რჩება… აი, მაშინ მიხვდნენ არგენტინელები, რომ ესპანეთი გამარჯვებასთან ახლოს იყო.
ენცოს შეცდომა მის ნაკრებს ძვირად დაუჯდა. თუმცა, ინგლისელთა კარში გატანილი შესანიშნავი გოლით არგენტინას ფინალში გასვლაში დაეხმარა, მაგრამ ეს შეცდომა მაინც სერიოზულია“, – თქვა შირერმა The Rest Is Football-ის პოდკასტში.
წყარო: Sportall.ge