მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 20:54
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 10:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გერმანული კოლეჯისა და N27 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სრულ რეაბილიტაციას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურა – მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე, განახლდება საპარკო ავეჯი და დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა მერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ტიპის პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან მწვანე სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.