მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 20:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევა

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 11:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ტაილანდის, ფილიპინების, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ყაზახეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 102 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.