მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში

SportMedia 21 ივლისი, 2026 · 15:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ხვალ ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაემგზავრება, სადაც 24-26 ივლისს რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

 

პირველი ეტაპის მერვე ადგილზე დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი ბ ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და ლიეტუვასთან მოხვდა. ა ჯგუფში გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, ხოლო გ ჯგუფში იტალია, ბელგია, ჩეხეთი და უკრაინა მოხვდნენ.

 

პირველი, ჰამბურგის ეტაპის შემდეგ, გუნდში ადგილი შეინარჩუნეს ზურა ძნელაძემ, ნიკოლოზ რეხვიაშვილმა, ლუკა ალიბეგაშვილმა, ლაშა ბარბაქაძემ, საბა არჩვაძემ, გიორგი ბაბუნაშვილმა და დავით კვრიკაშვილმა. მეორე ეტაპზე გუნდს შეუერთდნენ დავით ხუროშვილი, ოთარ მეტრეველი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, გიორგი ჯობავა და ზაურ ლუტიძე.

 

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

 

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge