ოფიციალურად – კაზემირო “ინტერ მაიამიში” მესისთან ერთად ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 34 წლის ნახევარმცველი კაზემირო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, სადაც ლეო მესისთან ერთად ითამაშებს.
ამერიკულმა კლუბმა კაზემიროს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
ბრაზილიელი „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია.
კაზემიროს დამატებაზე კომენტარი „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა გააკეთა: „მოხარული ვარ კაზემიროს და მის ოჯახს „ინტერ მაიამიში“ მივესალმო. ამ ფეხბურთელით და ადამიანით დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ.
ის ნამდვილი გამარჯვებულია, ფეხბურთში დიდ წარმატებებს მიაღწია, ბედნიერი ვარ, რომ „რეალში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარმოუდგენელი კარიერის შემდეგ, ჩვენს გუნდში გადაწყვიტა თამაში“.
წყარო: Sportall.ge