მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ირანის ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯა – “მათი “დანაშაული” ის იყო, რომ მომიტინგეებს კარი გაუღეს”

Ambebi.ge 21 ივლისი, 2026 · 19:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

კვირას, ირანმა სიკვდილით დასაჯა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც მიმდინარე წლის დასაწყისში, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, რეჟიმის სისხლიან დარბევას გამოქცეულ დემონსტრანტებს თავშესაფარი მისცეს. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადმა ავრცელებს.

18 წლის ერფან ესფანდიარი და 23 წლის ავღანელი ლტოლვილი, გოლ-მოჰამად მოჰამადი კვირას ჩამოახრჩვეს. მათი “დანაშაული“ მხოლოდ ის იყო, რომ მომიტინგეებს მთავრობის ტყვიებისგან დასამალად საკუთარი სახლების კარი გაუღეს.

ეს ორი ახალგაზრდა იმ 59 მამაკაცს შორის იყო, რომლებიც იანვრის აქციების დროს ისპაჰანში, შაჰიდ ალიხანის მოედანზე დააკავეს. ირანის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული შეტაკებებისას უსაფრთხოების ძალების ოთხი წევრი დაიღუპა. დაკავებულებიდან თორმეტ ადამიანს , სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.

ალინეჟადის ცნობით, გასულ კვირას აღნიშნული თორმეტივე პირი საკარანტინო საკნებში გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 10 პატიმარსაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დასჯიან სიკვდილით .

წყარო