მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ყველაზე მაღალი რისკის, კიბოს გამომწვევი პროდუქტები… “ – მარი მალაზონიას გაფრთხილება

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 23:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ექიმი-ნუტრიციოლოგი, პროფესორი და გადაცემა „პირადი ექიმი-მარი მალაზონიას“ წამყვანი, მარი მალაზონია საზოგადოებას ონკოლოგიური რისკების მქონე იმ პროდუქტების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც ბევრი ოჯახის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. 

„სოსისი, შებოლილი ხორცი ანუ პროცესირებული ხორცი, ბეკონი, როგორც ამბობენ ხოლმე ლორი, შაშხი და ა.შ ეს არის პროდუქტები, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს, ძალიან ბევრი ოჯახის ყოველდღიური რაციონის შემადგენელია და იმედია, არ გამიწყრებით თუ ამ ინფორმაციას, მიუხედავად ამისა, გაგიზიარებთ.

თანამედროვე მედიცინამ მიიღო გადაწყვეტილება და როდესაც ონკოლოგიური რისკების შეფასებისას გამოიკვეთა კლასიფიკაცია, ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტები აღმოჩნდა პირველი ჯგუფის ონკო რისკების მქონე, ასე ვთქვათ, ფაქტორებში და ეს არის ის ფაქტორები, რომელიც დანამდვილებით, დასაბუთებით, დადასტურებით იწვევს კიბოს.

ვიცით, რომ ნამდვილად კოლორექტული კიბოს ხელშემწყობი და მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის პროცესირებული წითელი ხორცი“,- წერს მალაზონია.