ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი პაკისტანში მედიატორებს ხვდება

ირანელმა ოფიციალურმა პირმა პაკისტანში მედიატორებთან შეხვედრები დაიწყო, – ამის შესახებ The Times of Israel წერს.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, დიპლომატები ირანსა და აშშ-ს შორის ჩაშლილი დროებითი შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, თუმცა, ამის პარალელურად ორივე ქვეყანა მე-10 დღეა ერთმანეთზე თავდასხმას აგრძელებს.
პაკისტანში ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, ისკანდერ მომენის ვიზიტი იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც პაკისტანმა ბოლო დღეებში დიპლომატიური ძალისხმევა გააქტიურა შეთანხმების აღსადგენად. ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რა სახის ახალი შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი, რომ საომარი მოქმედებები დასრულდეს.
ცნობისათვის, გასულ თვეს დროებითი შეთანხმება დაიდო, რომლის მიზანი საბრძოლო მოქმედებების დასრულება იყო.