მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 02:07
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება – დონალდ ტრამპი

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 00:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მიეცემა.

„ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნთმა თავისი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება. იმედია, სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნთი ერთმანეთს დღეს თეთრ სახლში შეხვდნენ.