რომერო მალე “ტოტენჰემს” დატოვებს

28 წლის მცველი კრისტიან რომერო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ტოტენჰემს“ დატოვებს, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
რომეროს სამსახურით „ინტერია“ დაინტერესებული.
არგენტინელმა გასულ სეზონში 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 45 მილიონი ევროა.
წყარო: Sportall.ge