“საქართველო სათანადოდ დაუფასებელია – ძალიან მალე დავბრუნდები!“ – რას წერს მილიარდერი პაველ დუროვი თბილისში “საიდუმლო“ ვიზიტის შემდეგ

რუსი მილიარდერი, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი მისი საქართველოში და დედაქალაქში ვიზიტის შესახებ თავისსავე შექმნილ პლატფორმაზე წერს და გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს.
“საქართველოთი ძალიან მოხიბლული ვარ.
ეს ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და შთამბეჭდავი პეიზაჟებით.
თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება…
მთავრობის ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო უმსხვილეს ბიზნეს ჰაბად იქცევა.
ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და კვლავ იზრდება წელიწადში 8%-ით.
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან 0%-იან მოგების გადასახადს და მხოლოდ 5%-ს დივიდენდებსა და საშემოსავლოზე.
საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნესის საწარმოებელი ადგილი, ნამდვილად სათანადოდ დაუფასებელია.
ძალიან მალე დავბრუნდები!” – წერს მილიარდელი, Telegram-ზე.
- შეგახსენებთ, პაველ დუროვი საქართველოში 1 თვის წინ იმყოფებოდა. სხვადასხვა პლატფორმებზე გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ დუროვი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
Telegram-ის დამფუძნებელი საფრანგეთში, გამოძიების ქვეშ იმყოფება. ის 2024 წლის აგვისტოში პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს და 12 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის კიბერდანაშაულში დახმარება და ფულის გათეთრება. სასამართლოს იმ 5 მილიონი ევროს გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება. ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია.
ის ამ დროისთვის დუროვი დუბაიში ცხოვრობს.
დუროვმა Le Point-თან ინტერვიუში ადრე განაცხადა, რომ მისი თითქმის 14 მილიარდი დოლარის ქონების მემკვიდრე გახდება ის 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მამაც თავად არის. დუროვმა თქვა ისიც, რომ ოფიციალურად ჰყავს ექვსი შვილი სამი სხვადასხვა ქალისგან. თუმცა დაამატა, რომ იმ კლინიკაში, სადაც 15 წლის წინ სპერმა ჩააბარა მეგობრის დასახმარებლად, მას უთხრეს, რომ ამ სპერმის საშუალებით 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი ბავშვი ჩაისახა.
იხილეთ ასევე: