მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 02:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მთელი საქართველო დენის გარეშეა დარჩენილი – განახლებული ინფორმაცია

Prime Time 24 ივლისი, 2026 · 01:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოში ამ დრომდე ელექტროენერგია გათიშულია. დენის გარეშეა დარჩენილი თბილისი და საქართველოს რეგიონები. ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

გათიშულია შუქნიშნები თბილისში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთსაც.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა​ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა დაზუსტებისთანავე ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.