მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 01:20
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სტიქია ახალციხეში – სოფელ წყრუთში ხევი ადიდა: წყალმა ცოცხალი პირუტყვი წაიღო, დატბორილია საქონლის სადგომები, მიწის ნაკვეთები და ეზოები

Ambebi.ge 23 ივლისი, 2026 · 21:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3
სტიქია ახალციხეში – სოფელ წყრუთში ხევი ადიდა: წყალმა ცოცხალი პირუტყვი წაიღო, დატბორილია საქონლის სადგომები, მიწის ნაკვეთები და ეზოები

ახალციხეში, სოფელ წყრუთში ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდა. დატბორილია საქონლის სადგომები, მიწის ნაკვეთები და ეზოები. როგორც “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს, სოფელ წყრუთში ხევის ადიდების შედეგად ერთ ოჯახთან მისასვლელი გზა წყალმა წაიღო, ოჯახის წევრები სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.


ადგილობრივების ცნობით, ადიდებულმა წყალმა სოფელ წყრუთში მსხვილფეხა პირუტყვი წაიღო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ერთ-ერთი ადგილობრივი “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, რომ დაინახა როგორ წაიღო წყალმა სამი ძროხა.