3:0 – „დინამო თბილისმა“ „ჟალგირისი“ დაამარცხა

დინამო თბილისმა“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლიეტუვურ „ჟალგირისს“ უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს ამ მატჩისთვის დაუბრუნდა ჯაბა კანკავა, რომელსაც დიდი დრო ტრავმის გამო გაუცდა და განაცხადში იყო.
თბილისურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. აქტიურობდა თორნიკე კვარაცხელია, რომელმაც დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და დასარტყმელ პოზიციაზე ლეო სანტოსი გაიყვანა, მაგრამ ბრაზილიელმა ლეგიონერმა მეკარეს ვერ აჯობა. ორ წუთში სანტოსი მეკარესთან პირისპირ დარჩა და სტუმრები ამჯერადაც გადარჩნენ.
ამ შეტევას კუთხური მოჰყვა, რის შემდეგაც (მე-14 წუთზე) ნუმან კურდიჩმა თავური დარმტყმით ანგარიში მაინც გახსნა და „დინამო“ დააწინაურა.
26-ე წუთზე კი ნინუას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კარის წინ დარჩენილმა ლეო სანტოსმა მეკარეს ისევ ვერ აჯობა, მაგრამ მოგერიებული ბურთი კარში გაუშვა და ანგარიში 2:0 გახადა.
41-ე წუთზე კი ნინუას საჯარიმოს შემდეგ ბურთი „ჟალგირისის“ ძელს მოხვდა, ნიკოლოზ უგრეხელიძემ კი დამატებაზე მესამე გაიტანა.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა, მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა გამარჯვებამდე – 3:0.
„დინამო თბილისი“ „ჟალგირისს“ კაუნასში 30 ივლისს ესტუმრება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ხორვტიის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.