მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:11
სწრაფი სიახლე
სპორტი

გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა

SportMedia 24 ივლისი, 2026 · 16:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

55 წლის პეპ გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

 

გვარდიოლამ პაუზის აღება და ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება მოისურვა, რის შემდეგაც მუშაობას განაახლებს.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გვარდიოლას წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მან კი დაახლოებით ორჯერ მეტი მოითხოვა.

 

კატალონიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ სიტი“ სეზონის დასრულებისთანავე დატოვა. ის იქამდე „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ედგა სათავეში.

წყარო: Sportall.ge