ექიმ გიორგი ახობაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ექიმ გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება.
ამასთან, 2026 წლის, 8 ივლისს გიორგი ახობაძე ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.