„თქვენ ფავორიტები ხართ“ – TOP 5 იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს იღბლიან ნიშნებს ასახელებს.
„ვის ელის მილიონი 2026 წელს – 2026 წლის 30 ივლისამდე ცაზე უკვე გახსნილია „მილიონერის პორტალი“.
ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ:
გააფართოოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები;
გაააქტიუროთ სიუხვის ენერგია;
მოიზიდოთ ფული და ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში.
დაწერეთ კომენტარებში:
„მე ვარ ფულის მაგნიტი 2026 წელს“
ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად?
და რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში, რომ იღბლის ტალღა დაიჭიროთ?
დღეს გაგაცნობთ TOP 5 იღბლიან ზოდიაქოს ნიშანს:
ლომები – თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ.
გამოაჩინეთ საკუთარი თავი და სამყარო ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
ვერძები – ფული და წარმატება შეიძლება მოვიდეს შემოქმედების, სიყვარულის, ბავშვებთან დაკავშირებული საქმეების ან ბიზნესის გზით. გამოავლინეთ თქვენი ნამდვილი „მე“.
ტყუპები – ფული და იღბალი შეიძლება მოვიდეს ახლო გარემოცვის, სწავლის, ახალი ცოდნის ან მოგზაურობის საშუალებით. მეტი კომუნიკაცია და განვითარება მოგიტანთ შედეგს.
სასწორები – ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას მეგობრების, ნაცნობების და სოციალური ქსელების საშუალებით. იყავით აქტიური და მეტი იურთიერთეთ.
მშვილდოსნები – წარმატება შეიძლება მოვიდეს განათლების, უცხოეთის, ახალი მიმართულებებისა და მასშტაბური მიზნების გზით. იფიქრეთ ფართოდ და იმოქმედეთ თამამად.
გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი მიზნების გასაძლიერებლად, ახალი გეგმების დასაწყებად და სიუხვის ენერგიასთან ჰარმონიაში შესასვლელად“, – წერს თამუნა იოსელიანი.