რუსეთმა უკრაინაში ლატვიის საპატიო საკონსულო დაბომბა

რუსეთმა უკრაინაში ლატვიის საპატიო საკონსულო დაბომბა.
ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.
“აღშფოთებით ვადასტურებ, რომ ლატვიის საპატიო საკონსულო სლოვიანსკში რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოყვა. შევატყობინე ევროკავშირისა და ნატოს მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. რუსეთს შენობების განადგურება შეუძლია, არა უკრაინის ნების და ლატვიის მხარდაჭერის”, – წერს ბრაჟე.