მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:11
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სამტრედიაში, ტრაგიკულად დაღუპულ 21 წლის ბიჭს გლოვობენ

Prime Time 24 ივლისი, 2026 · 22:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ.

ახალგაზრდა, გუშინ, 23 ივლისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მიწამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და 21 წლის დავით კიკვაძეს დაეცა.

ახალგაზრდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.