მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 01:11
სწრაფი სიახლე
სპორტი

გადაწყდა – იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში

SportMedia 24 ივლისი, 2026 · 18:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნა სურდა, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ მწვრთნელობა 47 წლის ანდრეა პირლოს შესთავაზეს. 

 

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეებმა ყველა დეტალზე მიაღწიეს შეთანხმებას – პირლოს კონტრაქტს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გაუფორმებენ, მისი წლიური გასამრჯელო კი 1.5 მილიონი იქნება.

 

ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ამჟამად ის არაბთა გაერთიანებული საამიროების “იუნაიტედის” თავკაცია. 

წყარო: Sportall.ge