“სცემეს და ცოცხლად დაწვეს…” – იტალიის პოლიცია სპორტული ჟურნალისტის სასტიკმა სიკვდილის საქმეს იძიებს

იტალიის სამართალდამცავი ორგანოები სპორტული ჟურნალისტის, ლუიჯი ესპოზიტოს გარდაცვალებას იძიებენ. 53 წლის მამაკაცის ცხედარი ქვეყნის სამხრეთში იპოვეს და გამომძიებლები მიზეზად პირად კონფლიქტს განიხილავენ. ამის შესახებ Rai News-ი იტყობინება.
სიკვდილამდე მამაკაცს თავს დაესხნენ. ვარაუდობენ, რომ უცნობმა თავდამსხმელებმა ჟურნალისტი სცემეს და შემდეგ მის ცხედარს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდეს. იარაღი ჯერ არ არის ნაპოვნი. თუმცა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა უკვე ჩაატარეს სამედიცინო შემოწმება. დადგინდა, რომ ესპოზიტო შემთხვევის ადგილზე საკუთარი მანქანით მივიდა.
გამომძიებლები, ამჟამად, ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ მოხვდა ის ამ ტერიტორიაზე და ვინ შეიძლება ყოფილიყო მასთან ერთად. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ინციდენტს გარდაცვლილის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირებენ. პირადი მოტივი მთავარ თეორიად რჩება. გამოძიებას ართულებს დანაშაულის ადგილზე ვიდეოკამერების არარსებობა, რაც მოვლენების რეკონსტრუქციას შეუწყობდა ხელს.