მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ყველაფერი განულდა…“ – თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

Prime Time 24 ივლისი, 2026 · 23:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მოდელი, ინფლუენსერი და „თამოსკინის“ დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მონაკოში იმყოფება, საიდანაც მიმართვას ავრცელებს.

„რა ვერ მორჩა ეს ქალი ამ დრამებს“ – კომენტარები წავიკითხე. არადა, არც მე არ მინდა. ახლა, აი, სწორედ ახლა, როგორც ვარ – ორი დღით შვებულება ავიღე და მინდა, უბრალოდ დავისვენო… სადაც ვარ, მონაკოში ვარ და მინდა, რაღაც ისეთი ლაღი ვლოგები ჩავწერო. არ მინდა ეს დეპრესიული, „ცუდად ვარ“ მდგომარეობა და მსგავსი რაღაცები… მაგრამ იმდენი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მეხივით დამეცა ყველაფერი. 

თქვენს ყველა კომენტარს ვკითხულობ. არც მე მინდა დრამატული ცხოვრება, მართლა არ მინდა დრამები. ჯერ ერთი, ყველას თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ და არ მინდა, ჩემით იყოთ დატვირთულები, ჩემი ნეგატივი მოგახვიოთ თავს, ხომ? ანუ, რაში მჭირდება? მაგრამ, თუ დააკვირდებით, მეგონა, ყველაფერი დალაგდა-მეთქი და უცბად, გაღვიძებისთანავე – მაინც რაღაც ხდება…

მერე შევდივარ ხოლმე და თქვენს კომენტარებს ვკითხულობ. შეიძლება ასეთ რაღაცებს არ გიზიარებთ, მაგრამ როცა რაღაც მოხდება, ვზივარ ხოლმე ასე და ვფიქრობ: „ღმერთო, ახლა რა გავაკეთო? მოდი, უბრალოდ გამოიღე პატჩები, დაიკარი თვალებზე და რუტინა ჩაწერე. უბრალოდ გააკეთე ის, რასაც აკეთებ“.

ბევრი მეუბნებით, იმ კომენტარებს ნუ უყურებო. როგორ არ უნდა ვუყურო თქვენს კომენტარებს? ამ 1 წლის განმავლობაში ისე იდექით ჩემ გვერდით, როდესაც… ნახეთ, მე მეგონა, რამდენი ადამიანი იყო ჩემ გვერდით, მეგობრები, შვილები, ყველაზე ახლობლები, ნათესავები… ანუ, ყველაფერი განულდა, არავინ აღარ არის.

და დარჩით ჩემი შვილები, ჩემი კომპანია და თქვენ, ქალებო. ამ ბოლო დღეების ყველაფერი, რაც იყო… ჩემი წინა, სექტემბრის პერიოდი რაც იყო, იმდენად თქვენ გადამალახინეთ, რომ კი, მე ვალდებულიც ვარ, რომ თქვენი კომენტარები, თქვენი შეხედულებები, თქვენი ნდობა და სიყვარული ხელის გულზე დავისვა და გავუფრთხილდე. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩემი ნათესავებიც, დაქალებიც და ყველაფერიც“,- ამბობს თამო. 

ნახეთ, ვიდეო: