მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 02:15
სწრაფი სიახლე
სპორტი

Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს

SportMedia 24 ივლისი, 2026 · 20:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ საბერძნეთის ოფი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის “დინამოში” ითამაშებს, – იტყობინება Geo Team-ი:

 

“Geo Team-ის ინფორმაციით, ლევან შენგელია კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. 30 წლის ნახევარმცველი აჭარულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს აგვისტოს პირველ კვირაში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს. 7-წლიანი პაუზის შემდეგ შენგელია საქართველოში ბრუნდება… ბათუმის “დინამო” ამ ტრანსფერით საზაფხულო სატრანსფერო საქმიანობას, დიდი ალბათობით, დაასრულებს”.

 

შენგელიას საქართველოს ეროვნულ გუნდში 23 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 700 ათასი ევროა. 

წყარო: Sportall.ge