მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 02:11
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილი ხდება შვილის მიერ მოკლული მამის ვინაობა – დანაშაულის დეტალები

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 00:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოკლული მამაკაცი 70 წლამდე ასაკის ფილიპე ლაგაზიძეა.
მამაკაცი მეუღლესთან ერთად სოფელში მოქმედ მატყლის საამქროში მუშაობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცის მეუღლე პურის საცხობში იყო გასული.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფილიპე ლაგაზიძე ეზოში საქონელს უვლიდა, როცა შვილმა, სავარაუდოდ, რკინის ნაჭრით, თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ნაკვეთში გადაიტანა, ორმო გათხარა და დამარხა.

გაუჩინარებული ქმრის ძებნა, სახლში დაბრუნებულმა ქალმა დაიწყო და მოგვიანებით, ცხედარი დამარხული აღმოაჩინეს.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მამაკაცს 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.