მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 18:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 15:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რამდენიმე დღეა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ოჯახი ავთო მარხვაიძეს ეძებს.

ახალგაზრდა თუშეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც არავის უნახავს. მისი და, ნათია ჯაგოდანიძე სოციალურ ქსელში ძმის დაკარგვის შესახებ წერს და დახმარებას ითხოვს.

„ვეძებთ ჩემს ძმას ავთო მარხვაიძეს, რამდენიმე დღეა არ გამოსულა კავშირზე. ვიცით, რომ წავიდა გომეწრის ხეობაში ხითანობაზე, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, არავის უნახავს, იქნებ ვინმემ რომელიმე სოფელში ნახეთ ან გზაზე შეგხვდათ…

გთხოვთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ: 599340369”.

ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია აქვთ შესაბამის უწყებებსაც.