მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 15:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

მადრიდის “რეალის” დიდი გეგმები – როდრიმ და დიომანდემ “სამეფო კლუბთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმეს

SportMedia 25 ივლისი, 2026 · 07:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

BBC-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ცნობით, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერის, როდრი ერნანდესისა და “ლაიფციგის” გარემარბის, იან დიომანდეს ტრანსფერებზე მუშაობს.

 

“რეალსა” და “სიტის” შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა “სამეფო კლუბთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მანჩესტერ კლუბს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ “ბლანკოსში” სურს.

 

რაც შეეხება დიომანდეს, აფრიკელი შემტევის სანაცვლოდ მადრიდელებმა “ლაიფციგს” 90 მილიონი ევრო შესთავაზეს, გერმანულმა კლუბმა წინადადება დაბლოკა, მაგრამ კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “სამეფო კლუბმა” მარკ კუკურელია, დენზელ დუმფირისი, იბრაჰიმა კონატე და ბერნარდუ სილვა დაიმატეს.

წყარო: Sportall.ge