რომანი ანტონ სიხარულიძესთან, მრავალი ქორწინება, მათ შორის, რეზო გიგინეიშვილთან, გატაცება მილიარდერებით – ვინ არის და რას წერს მედია ნადეჟდა ობოლენცევაზე

რუსული ბოჰემის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურა ნადეჟდა ობოლენცევა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. თუმცა, ქართველი მკითხველისთვის მისი ბიოგრაფია განსაკუთრებით საინტერესო სხვა მიზეზით გახდა: ობოლენცევას სუსტი წერტილი ყოველთვის ქართველი მამაკაცები იყვნენ, ხოლო მისი ურთიერთობები ქართულ ბოჰემასთან თუ გავლენიან ფიგურებთან წლების განმავლობაში ყვითელი პრესის მთავარ თემად რჩებოდა.
რუსული მედია წერს, თუ რა აკავშირებს მას ცნობილ ქართველ სახეებთან და როგორ იპოვა დიდხანს ნანატრი ოჯახური ბედნიერება 40 წლის ასაკის შემდეგ.
- პირველი სიყვარული – ანტონ სიხარულიძე
ნადეჟდა ობოლენცევას პირველი ხმაურიანი სიყვარული ცნობილი მოციგურავე, ოლიმპიური ჩემპიონი, ანტონ სიხარულიძე გახდა.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა სტუდენტი და ქართული წარმოშობის სპორტსმენი ქორწილსაც გეგმავდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა სკანდალურად დასრულდა. ამბობდნენ, რომ ნადიამ “ყინულის შოუს“ პარტნიორებზე (ანასტასია ვოლოჩკოვასა და საშა საველიევაზე) იეჭვიანა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ჰორიზონტზე ახალი მილიონერის გამოჩენა აღმოჩნდა.
- ჰოლივუდის ფუფუნება და 10-წლიანი დევნა: ქორწინებები მილიარდერებთან
დენის მიხაილოვი: სიხარულიძესთან დაშორებისთანავე, ნადეჟდა ბიზნესმენ დენის მიხაილოვს გაჰყვა ცოლად. ქმარმა იგი ჰოლივუდის ბორცვებზე მდებარე იმ ზღაპრულ რეზიდენციაში წაიყვანა, სადაც ოდესღაც Giorgio Armani-ს რეკლამებს იღებდნენ. თუმცა, ვერც მილიონმა ვარდმა და ვერც ძვირადღირებულმა საჩუქრებმა ობოლენცევა ამ ქორწინებაში ვერ შეაკავა.
აირატ ისხაკოვი (ქორწილი კომოს ტბაზე): ნავთობკომპანიის ტოპ-მენეჯერი, მილიარდერი აირატ ისხაკოვი ნადეჟდას გულს მთელი 10 წელი იპყრობდა. 2014 წელს მათ იტალიაში, კომოს ტბაზე ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს – Dolce&Gabbana-ს კაბა, ივან ურგანტი წამყვანად და ეროს რამაზოტი სოლო კონცერტით.

სკანდალური სასამართლო: ეს ქორწინება 3 წელში დაინგრა. განქორწინებისას მილიარდერმა ქმარმა სასამართლოში უჩივლა ნადეჟდას და იმ 900 ათასი დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა, რაც მასზე ქორწინებაში დახარჯა. მან ნადეჟდას თითქმის ყველაფერი წაართვა: “მხოლოდ ბაბუასა და ბებიას ფოტოები დამიბრუნეს. ნულიდან დავიწყე ყველაფერი“, – იხსენებდა მოგვიანებით ნადეჟდა.
რეზო გიგინეიშვილი – “ცხელი ქართველი ბიჭი“ და ხანმოკლე ქორწინება
მილიარდერთან სკანდალური დაშორების შემდეგ, ნადეჟდას ცხოვრებაში კვლავ ქართველი მამაკაცი გამოჩნდა – ცნობილი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი. იმ დროისთვის რეზოს უკვე ჰყავდა მიტოვებული ნასტია კოჩეტკოვა და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი, ნადია მიხალკოვა. რუსულ პრესაში წერდნენ, რომ რეზო მიხალკოვას სწორედ ობოლენცევას გამო დაშორდა.
2019 წელს წყვილმა იქორწინა, თუმცა მათი კავშირი სულ რაღაც ერთ წელს გაგრძელდა.

ნადეჟდა რეზო გიგინეიშვილზე:
“რეზო ძალიან ნიჭიერი, კაშკაშა და ვნებიანი ქართველი ბიჭია! სწორედ ამიტომ უყვარდებათ იგი ქალებს. თუმცა, ჩვენ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი გვქონდა. კინო-ბოჰემის ცხოვრება ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მე არ ვსვამ და არ ვეწევი, რეზოს გარემო კი სულ სხვა იყო. ვცდილობდი ავყოლოდი, მაგრამ არ გამოვიდა.“

მეოთხე ქორწინება და დიდხანს ნანატრი დედობა 41 წლის ასაკში
ნადეჟდა არ მალავდა, რომ ყველა ქორწინებაში ოცნებობდა შვილზე, თუმცა ოცნება აუსრულებელი რჩებოდა.
მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც კიდევ ერთი მილიარდერი – ევგენი შვიდლერი გაიცნო. წყვილმა ფარულად იქორწინა და ებრაული საქორწინო რიტუალიც (ხუპა) შეასრულა.

41 წლის ასაკში ნადეჟდა ობოლენცევას მთავარი ოცნება აუსრულდა – მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც მარკი დაარქვეს. დღესდღეობით მოსკოველი ქალი სკანდალურ ცხოვრებას ჩამოშორდა, ძირითადად მოგზაურობს და მთელ დროს თავის პატარა ოჯახს უთმობს.