თბილისის მეტრომ და საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა

თბილისის მეტრომ, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გაჩერებული იყო, მუშაობა განაახლა. ინფორმაცია „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
გარდა ამისა, მუშაობა განაახლა საქართველოს რკინიგზამაც.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დილით, დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ავარიიდან მოკლე დროში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.
კომენტარები
კომენტარი