საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა “მსოფლიოს თასის” ფინალში იასპარეზა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა “მსოფლიოს თასის” ფინალში იასპარეზა. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ეტაპის გავლით ისტორიაში პირველად იასპარეზეს.
ეროვნული ნაკრები იტალიის, მონტენეგროსა და ხორვატიის გუნდებს შეხვდა და სამივე მატჩი დათმო. ფინალს დაესწრო სპორტის მინისტრი. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი “მსოფლიოს თასის” ფინალში ასპარეზობის უფლება II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველომ “მსოფლიოს თასის” ფინალში პირველად 2021 წელს ითამაშა, ტურნირი საქართველოში ჩატარდა.