მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 21:51
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება და შეხედულებები არის განსხვავებული“ – ვასო ურუშაძე ონისე ოქრიაშვილის შესახებ

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 20:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ექსპრეზიდენტი ონისე ოქრიაშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება და შეხედულებები არის განსხვავებული.

“როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება და შეხედულებები არის განსხვავებული. უბრალოდ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეფასებები და ვიღაცას ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ეს ერთობლიობაში ხომ არის კომერციული საქმიანობა, ანუ ადამიანი თუ ლაპარაკობს ისეთს, რომ მას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე და ის არ მოსწონთ, ეს არ უნდა აისახოს მის საქმიანობაზე,” – აცხადებს ვასო ურუშაძე.