“უმადურებო, მე რომ არა, “გალათასარაის” შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა” – ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?

სოციალურ ქსელში თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის „გალათასარაის“ ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკა გამოქვეყნდა:
„უკვე სამი თვეა ხელფასს ვერ ვიღებ. ზედმეტს არ ვითხოვ, მხოლოდ კუთვნილი ანაზღაურება მინდა მივიღო. ამის ნაცვლად ვისმენ, რომ უმადური ვარ. მე რომ არა, მსოფლიოში „გალათასარაის“ შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა. დავიღალე უპატივცემულობით. თუ არ გადამიხდით და ასე გაგრძელდება, წავალ. არა იმიტომ, რომ ასე მინდა – უბრალოდ იძულებული ვიქნები, უმადურებო“.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს „გალათასარაის“ უშუალო კონკურენტის „ფენერბაჰჩეს“ შექმნილი „ფეიკი“ იყო.
„გალათასარაიმ“ განმარტა, რომ ნიგერიელის კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული დავალიანება დაიფარა და პრობლემა არ არსებობს.
ვიქტორმა გასულ სეზონში 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, სტამბოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 75 მილიონი ევროა.
წყარო: Sportall.ge