წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის რამდენიმე რაიონში 27 ივლისს წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, დ. ბაქრაძის ქუჩა N18-თან დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიმიტრი ბაქრაძის, გიორგი შენგელაიას, შოთა მილორავას, ალექსი მაჭავარიანის, ინოლა გურგულიას და გივი ბერიკაშვილის ქუჩებს, (ბარნოვის II ჩიხსა და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხს).
სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩა N76-თან 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ლორთქიფანიძის ქუჩის 20-104 (ლუწი) და 25-29 (კენტი) ნომრებს, ლორთქიფანიძის I შესახვევი.
ჩუღურეთის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ზამთრიანის ქუჩა N5-თან 11:00-დან 18:00 საათამდე
წყალმომარაგება შეუწყდება ივერთუბნის დასახლებას მთლიანად, (იგივე ხეხილ სანერგე მეურნეობას) რეხის I, II და III ქუჩებს, მახათას აღმართის ქუჩას, ელისო ჭიპაშვილი, მარინე უთმელიძე, თამარ მამუმაშვილი, გია ქარსელაძე,…
ვაკის რაიონში, ზემო ვეძისის დასახლებაში, N101-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ზემო ვეძისის დას. ბერიტაშვილის, ართმელიძის, ფურცულიანის და ჯიშკარიანის ქუჩებს.