მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 01:57
სწრაფი სიახლე
სპორტი

7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი

SportMedia 26 ივლისი, 2026 · 16:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, პირველის მსგავსად მე-8 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ჯამშიც მე-8 ადგილი დაიკავა.

 

ჰამბურგის მსგავსად, ჩვენმა გუნდმა ხორვატიის ქალაქ სპლიტშიც ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგო და ფლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა, მაგრამ იქ სამივე თამაში დათმო.

 

მეორე ეტაპის დასკვნით დღეს, პირველი მატჩი მე-5 ადგილის ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთთან გვქონდა. მეტოქე გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რის შემდეგაც საქართველო ინიციატივას დაეუფლა და ლელოს გატანის ორი ხელსაყრელი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.

 

შესვენების შემდეგ ნიკოლოზ რეხვიაშილმა საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა სხვაობა კვლავ 7 ქულამდე გაზარდა. რადგან თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ლელოსთან ერთად გარდასახვაც გვჭირდებოდა, ბოლო შეტევისას ბურთი ფრთებზე არ დავამიწეთ და კარგი გათამაშებების შემდეგ შანსიც მივიღეთ, მაგრამ კარის წინ მარტოდ დარჩენილმა მოთამაშემ ბურთი ვერ შეიმაგრა და 100%-იანი შანსი გავანიავეთ – 5:12.

 

მე-7 ადგილისთვის ჰამბურგის ეტაპის გამარჯვებულ გერმანიას შევხვდით და აქაც გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. მე-5 წუთზე შერკინებიდან დავით ხუროშვილმა შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეორე ლელო მივიღეთ – 7:12.

 

მეორე ტაიმში გერმანიამ უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა და მატჩის მიწურულს საბა არჩვაძის მიერ გატანილმა გარდასახულმა ლელომ, საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 14:33.

 

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

 

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge