ბარკოლას პსჟ-დან წასვლა სურს – პარიზულმა კლუბმა “ლივერპულს” თანხა დაუსახელა

23 წლის ბრედლი ბარკოლამ პსჟ-სთან 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სატრანსფერო შეთავაზებების განსახილველად მზადაა, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
სატრანსფერო ექსპერტის ბენ ჯეიკობსის ცნობით, ბარკოლას თაობაზე „ლივერპული“ უკვე დაუკავშირდა პსჟ-ს, რომელიც ფეხბურთელს 170 მილიონ ევროდ აფასებს. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 90 მილიონია.
„პარი სენ ჟერმენმა“ ბარკოლას ფასი მორგან როჯერსის (138 მლნ) და ელიოტ ანდერსონის (135 მლნ) სატრანსფერო თანხის მიხედვით დაადგინა, რამეთუ მიიჩნევს, რომ ის მათზე მეტი ღირს. მოლაპარაკებებში პირადად მიიღებს მონაწილეობას პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი.
ბარკოლას გარემოცვა ფასის დაკლებას ითხოვს.
ბრედლით აგრეთვე „არსენალია“ დაინტერესებული, თუმცა ჯერ პსჟ-სთვის წინადადებით არ მიუმართავს.
წყარო: Sportall.ge