სოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ნასაგურში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ხანძარი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.