მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 00:42
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მედიის ცნობით, ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 23:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, 21 წლის აბდულ ბალუტი ბერლინის გარეუბან შპანდაუში თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრეს.

ტერორისტულ აქტად შეფასებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ცივი იარაღით ხელში სამართალდამცველებისკენ გაიქცა, რის შემდეგაც პოლიციამ მის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბერლინის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მისი გადარჩენა რეანიმაციული პროცედურებით სცადა, თუმცა ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა.

პრაიდის ღონისძიებაზე თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილის დასაკავებლად მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობდა, რომელშიც ასობით პოლიციელი იყო ჩართული. როგორც პოლიციაში განაცხადეს, გერმანიაში დაბადებული, ლიბანური წარმოშობის აბდულ ბალუტი, ბერლინის „ისლამისტურ წრეებს“ მიეკუთვნებოდა.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 29 დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.