მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 00:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

აბას არაღჩი: ზელენსკიმ ირანულ გემზე იერიში ევროპის ომში ჩასათრევად მიიტანა

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 22:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ირანულ კომერციულ გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რასაც, მისი თქმით, მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არაღჩი აღნიშნავს, რომ მომხდარი გაეროს წესდების უხეში დარღვევაა და ისრაელის ინტერესებს ემსახურება, ევროკავშირისა და რუსეთის კოლეგებთან საუბრისას კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედება “პასუხის გარეშე ვერ დარჩება”.

“ზელენსკიმ ირანულ კომერციულ გემზე იერიში მიიტანა, რასაც მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა, რაც ისრაელის მითითებით გაკეთდა, რათა ევროპა თავის ომში ჩაითრიოს.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრებში მკაფიოდ აღვნიშნე, რომ ის, რაც კიეველმა სხვების ხარჯზე მცხოვრებმა ჩაიდინა, პასუხგაუცემელი ვერ დარჩება”, – წერს აბას არაღჩი სოციალურ ქსელში.